გაკვეთილის მთავარი თემა
|
წილადების შეკრება და გამოკლება.
|
სწავლების საფეხური
|
I საფეხური,
Vკლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
29 მოსწავლე
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლე
კლასში არ არის.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
აუცილებელი და მნიშვნელოვანია წილადი ნაწილის მთელისაგან გარჩევა და გამოყენება ცხოვრებაში. ამ მოქმედებების
საფუძველზე ხდება სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მრავალი სხვა საკითხის შესწავლა. |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
ა) წილადების არსში გარკვევა
ბ) წილადის შეკრებისა და გამოკლების უნარ – ჩვევების გამომუშავება და გაღრმავება. მათ.V.2.კითხულობს,გამოსახავს,აფასებს,ადარებს და ალაგებს წილადებს. ა) კითხულობს და გამოსახავს ჩვეულებრივ/შერეულ წილადებს; უთითებს მათ ჩანაწერში წილადის მრიცხველს და მნიშვნელს /მთელ და წილად ნაწილებს; ბ) წერს შერეულ წილადს ’’არაწესიერი’’წილადის სახით და პირიქით;ახდენს (წესიერი)წილადის ცნების სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას და მსჯელობს მათ შორის კავშირებზე მათ.V.3.ასრულებს მოქმედებებს ნატურალურ რიცხვებზე და ტოლმნიშნვნელიან წილადებზე. *ახდენს ერთნაირი მნიშვნელის მქონე მარტივ წილადებზე არითმეტიკული მოქმედებების დემონსტრირებასა და მოქმედაბათა შედეგის ინტერპრეტაციას მოდელის გამოყენებით. |
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ:ნატურალური რიცხვების შეკრება და გამოკლება. მთელის ტოლ ნაწილებად დაყოფა,მრიცხველისა და მნიშვნელის არსი ,აგრეთვე ჯერადის პოვნის წესი .
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეთა წარმატებას გაკვეთილის მსვლელოის დროს შევაფასებ ზეპირ პრეზენტაციას და წერით სამუშაოს წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის მიხედვით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახემძღვანელო, წინასწარ შერჩეული ტესტები, თვალსაჩინოებები, ინტერნეტი, ცარცი, კალამი, რვეული, პროექტორი. |
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
სახლში მიცემული დავალების შემოწმება 4 წთ. წინა მასალის გამოკითხვა 5 წთ. ახალი მასალის ახსნა პრეზენტაციის საშუალებით 10 წთ. შეკითხვები მასწავლებელს გაუგებარ საკითხებზე 4 წთ. ახალი მასალის გარშემო ამოცანების ამოხსნა: ა) წინასწარ გამზადებულ ტესტებზე მუშაობა 5 წთ ბ) ჯგუფური მუშაობა 8 წთ. შეფასება 4 წთ საშინაო დავალების მიცემა 2 წთ. |
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий